logo
ENG



"უკანონოდ შეიძინა და ინახავდა 266,9 გრამ მეთადონს" - ბრალი უცხო ქვეყნის მოქალაქეს წარედგინა

12 მარ 202414:36
3 წუთის საკითხავი
clock 259
2024/03/12/4czxk28dpbur7ot.jpg

პროკურატურის განცხადებით, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვისა და გასაღების მცელობის საქმეებზე ბრალი უცხო ქვეყნის მოქალაქეს წარუდგინეს. 

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 266,9 გრამ ნარკოტიკულ საშუალება მეთადონს. პროკურატურა წერს, რომ მისი ნაწილი - 260,1 გრამი სამართალდამცავებმა 8 მარტს ბათუმში მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოიღეს. 

"6,8 გრამი ნარკოტიკული საშუალება შსს-ს თანამშრომლებმა  ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სამებაში სხვადასხვა ადგილიდან ამოიღეს, რომელიც ბრალდებულს გასაღების მიზნით ჰქონდა განთავსებული. ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, შსს-ს თანამშრომლებმა ასევე სასწორი და ნარკოტიკული საშუალებების დასაფასოებლად საჭირო ნივთები ამოიღეს", - ნათქვამია განცხადებაში. 

ის 8 მარტს დააკავეს. დაკავებულს ბრალდება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღების მცდელობის მუხლით წარედგინა, რაც 14-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღვეთას ითვალისწინებს. 

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა. 


close დახურვა